Image Alt
ანტიკური

საბერძნეთი

საბერძნეთი

ეს კუნძულოვანი სახელმწიფო ძალიან მიმზიდველია თავისი უძველესი ისტორიით, კულტურით, მრავალფეროვანი ლანდშაფტებით, უნიკალური არქიტექტურითა და ლაჟვარდოვანი, თვალუწვდენელი სანაპიროებით.

საბერძნეთში მოგზაურობით მხოლოდ ამ ქვეყნის კი არა, მთლიანად ევროპის ისტორიის საწყისებსაც აღმოაჩენთ. 

საბერძნეთი მხოლოდ ზღვაზე  დასვენებისთვისაც იდეალური მიმართულებაა – დატკბით მზიანი იონიისა და ეგეოსის ზღვის სილამაზით, გაირუჯეთ ლაჟვარდოვანი პლაჟებითა და ქათქათა არქიტექტურით ცნობილ კუნძულებზე – სანტორინი, მიკონოსი, ნაქსოსი… 

გეოგრაფიული თავისებურებებიდან გამომდინარე საბერძნეთში მოგზაურობა წლის ნებისმიერ პერიოდში სასიამოვნოა. ზამთარი არ არის მკაცრი, მაგრამ წვიმიანია. ზაფხულში ცხელა, ზოგჯერ ძალიან, ამიტომ, გაზაფხული და შემოდგომა საუკეთესო დროა სასიამოვნო დასვენებისთვის. თუმცა, ზღვისა და მზის მოყვარულებს საბერძნეთი ზაფხულშიც ელის, ზამთარში  კი შეგიძლიათ ქვეყნის გასაოცარი ისტორიის აღმოჩენით დატკბეთ. 

ქვეყანა უძველესი არტეფაქტებითაა სავსე, ათენის აკროპოლისის გარდა, რამდენიმე სხვა არქეოლოგიური ადგილი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია. ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს  დელოსის, როდოსის და კორფუს კუნძულების მონახულებაც. 

როგორც ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ქვეყანა, საბერძნეთი გამორჩეულია მონასტრების სიმრავლითაც. ქრისტიანულ კულტურასთან ერთად, ბერძნული მითოლოგიის კვალიც წარუშლელია. საბერძნეთი დასავლური ფილოსოფიისა და ხელოვნების აკვანიცაა. 

გარდა ამისა, ქვეყანაში რამდენიმე ეროვნული პარკია ოლიმპოს, პარნასისა და აინოსის გარშემო. კიდევ ერთი საოცარი ადგილი ვიკოსის ხეობაა, სადაც ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ღრმა კანიონია, რომლის გამოქვაბულები იდეალურია გაგრილებისთვის, როცა  გარეთ ტემპერტურა 30 გრადუსს აჭარბებს. 

ამ ყველაფერს დაუმატეთ სტუმართმოყვარე ბერძნები და თქვენ იდეალურ მოგზაურობას მიიღებთ! 

რა უნდა ვიცოდეთ

რამდენიმე საკვანძო ცნობა საბერძნეთის შესახებ

ქვეყანა

საბერძნეთი

ვიზა

ტურისტული მოგზაურობისთვის არ არის საჭირო

სალაპარაკო ენა

ბერძნული

გამოყენებული ვალუტა

ევრო

აუცილებლად სანახავი

მოგვწერეთ

თუ გაქვთ კითხვა ან გაინტერესებთ რაიმე დამატებით, მოგვწერეთ. ჩვენ მალე გიპასუხებთ!