Image Alt
მძაფრი განცდების კუნძული

კუბა

კუბა

კუბა, იგივე თავისუფლების კუნძული - კარიბის ზღვაში მდებარობს. გამორჩეული სილამაზის კუნძული იზიდავს ტურისტებს და დაუვიწყარ თავგადასავლებს ჰპირდება. კუბა ღარიბი ქვეყანაა, თუმცა ტურისტებისთვის მაინც ყველანაირი პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ თავი აქ კარგად იგრძნო.

კუბაზე თქვენ დაგხვდებათ ხელუხლებელი, ულამაზესი ბუნება, ტროპიკული მცენარეებითა და ცხოველებით. ამასთან, კუბა ჯერ კიდევ არ არის ძალიან პოპულარული მიმართულება, რაც მას უნარჩუნებს ავთენტურობას, რის გამოც, კიდევ უფრო მიმზიდველი მიმართულებაა.

გარდა საოცარი ბუნებისა, კუბა სოციალური თვალსაზრისითაც ძალიან საინტერესო ქვეყანაა. კუბის დედაქალაქში, ჰავანში სეირნობისას თავს უძველესი ამერიკული მანქანების მუზეუმში იგრძნობთ. თითქოს დრო გაჩერდა და 50 – იან წლებში მოგზაურობთ. 

ჰავანას ფერადი სახლები და უბნები, ქუჩაში ფეხბურთის მოთამაშე ბავშვებითა და მომღიმარი, კეთილგანწყობილი უფროსებით, ძალიან სასიამოვნო გარემოს ქმნის.  

კუბაზე ამინდიც შესანიშნავია. რამდენიმე შედარებით გრილი დღის ფონზე (იანვარში, თებერვალსა და მარტში) აქ ყველა სეზონზე ზაფხულისთვის დამახასიათებელი ტემპერატურაა და თავისუფლად შეგიძლიათ ისიამოვნოთ ზღვითა და პლაჟებით. 

კუბაზე სასმელი და საკვებიც ძალიან იაფია ხოლო მსოფლიოში ცნობილი, უმაღლესი ხარისხის კუბური სიგარის შეძენა პირადად მწარმოებლებთან შეგიძლიათ.

არ უნდა დაგვავიწყდეს კუბის მთავარი ღირსშესანიშნაობა – ეს სიმღერისა და ცეკვის ქვეყანაა. აქ ყველა კუთხეში ცეკვავენ და მუსიკის სასიამოვნო ჰანგები იღვრება. მიუხედავად ეკონომიკური სირთულეებისა, რომელშიც ქვეყნის მოსახლეობა ცხოვრობს, მათ სიმღერისა და ცეკვის სურვილი არასდროს უქრებათ. კუბაზე ჩასულ დამსვენებელს კი ეს განსაკუთრებულ ატმოსფეროს უქმნის. 

რა უნდა ვიცოდეთ

რამდენიმე საკვანძო ცნობა კუბის შესახებ

ქვეყანა

კუბა

ვიზა

სამოგზაურო ბარათი / ან ვიზა

სალაპარაკო ენა

ესპანური

გამოყენებული ვალუტა

კუბური პესო

აუცილებლად სანახავი

მოგვწერეთ

თუ გაქვთ კითხვა ან გაინტერესებთ რაიმე დამატებით, მოგვწერეთ. ჩვენ მალე გიპასუხებთ!