Image Alt
ეგზოტიკური

შრი ლანკა

შრი ლანკა

ინდოეთის ოკეანის სანაპიროებზე მდებარე შესანიშნავი პლაჟების გარდა, ქვეყანას მდიდარი ისტორია, გამორჩეული რელიგიური არქიტექტურა და თვალწარმტაცი ბუნება აქვს. დიდ ქალაქებს: კოლომბოს, კანდის და ჯაფნას თავისი ხიბლი აქვთ. შრი-ლანკაში სულიერება სუფევს: ბუდისტური და ინდუისტური ტაძრების სიმრავლე ამას მოწმობს.

თუ გირჩევნიათ ბუნება, მთაში სეირნობა და სუფთა ჰაერი, დაათვალიერეთ ჩაის რეგიონი. ველური ბუნების მოყვარულები იალას ეროვნულ პარკში საფარიზე გაემგზავრებიან ლეოპარდებსა და სპილოებზე დასაკვირვებლად. შრი-ლანკა მხოლოდ დასასვენებლადაც   მშვენიერი მიმართულებაა   – სამხრეთის პლაჟების თეთრი ქვიშა, სერფინგი – აქ ყველაფერია შესაძლებელი. 

სიგირია

კულტურული სამკუთხედის ცენტრში მდებარე სიგირია შრი-ლანკის  ერთ ერთი უძველესი ღირშესანიშნაობა  – სიგირია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია. სირგიას უძველესი ციხიდან მიმდებარე ჯუნგლებისა და შრი-ლანკის  მწვანე  გორაკების ულამაზეს ხედები იშლება. 

კოლომბო

შრი-ლანკის ეკონომიკური დედაქალაქი – ბოლო წლებში ქალაქი განსაკუთრებით ვითარდება.  თქვენ ნახავთ რამდენიმე ისტორიულ ფეხით გაისეირნებთ პეტას სავაჭრო ქუჩებში. არ გამოტოვოთ განგარამაიას ტაძრის მონახულება, ბუდისტური ადგილი, რომელიც ჯერ კიდევ აქტიურია. 

გალე

ყველაზე  ლამაზი ქალაქი კუნძულზე, სადაც პორტუგალიელებმა ციხის აგება მე-16 საუკუნეში დაიწყეს, ჰოლანდიელებმა მე-17 საუკუნეში გალავნით გააფართოეს , ხოლო ბრიტანეთის ოკუპაციის დროს, გალეს პორტი გახდა ყველაზე მნიშვნელოვანი პორტი  ქვეყანაში. დღეს ძველი ქალაქი გალე და მისი სიმაგრეები იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია. ეკლესიები, მეჩეთები და ბუდისტური ტაძრები მოწმობენ გალეში მცხოვრები სხვადასხვა თემების ისტორიას. 

იალას ეროვნული პარკი

ველური ბუნების მოყვარულებმა, იალას ეროვნული პარკი აუცილებლად უნდა მოინახულონ შრი-ლანკაში ყოფნისას. პარკი განსაკუთრებით მდიდარია ფლორისა და ფაუნის ნიმუშებით და ამ პარკში მსოფლიოში ყველაზე მეტი ლეოპარდი ბინადრობს. 

სამხრეთის პლიაჟები

კუნძულის სამხრეთი ცნობილია თავისი შესანიშნავი, ქოქოსის პალმებით გარშემორტყმული თეთრი ქვიშის პლაჟებით. ველიგამას დიდი ყურე ცნობილია როგორც სერფერების სამოთხე, ასევე აქ გვხვდება ჯოხებზე ჩამომსხდარი ცნობილი მეთევზეები.

რა უნდა ვიცოდეთ

რამდენიმე საკვანძო ცნობა შრი ლანკას შესახებ

ქვეყანა

შრი ლანკა

ვიზა

მოგზაურობისთვის საჭიროა ელექტრონული ვიზა

სალაპარაკო ენა

სინჰალური, ტამილური

გამოყენებული ვალუტა

შრი-ლანკური რუპია

აუცილებლად სანახავი

მოგვწერეთ

თუ გაქვთ კითხვა ან გაინტერესებთ რაიმე დამატებით, მოგვწერეთ. ჩვენ მალე გიპასუხებთ!