Image Alt
იდუმალი

ინდოეთი

ინდოეთი

ინდოეთი კონტრასტების ქვეყანაა, აქ თქვენ ნახავთ დიდებულ სასახლეებს, ბულვარებს, მდიდრულ სანაპიროებს, მაღალი კატეგორიის სასტუმროებს, თუმცა მრავლად არიან ადამიანები, რომლებიც ალიზის ქოხებში ცხოვრობენ და ტანს ქუჩაში იბანენ, საოცრად გადატვირთული საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოძრაობენ, მაგრამ ღიმილი არასდროს ავიწყდებათ.
როგორც ამბობენ ინდოეთი არა ტურისტების, არამედ მოგზაურების ქვეყანაა, უძველესი ტაძრებისა და მდიდრული სასახლეების, მივიწყებული ქალაქებისა და დაკარგული ტრადიციების, სანელებლების ბაზრებისა და ცხარე საკვების სამშობლო თითქმის ცალკე სამყაროა, რომლის მოსანახულებლად ერთი სიცოცხლე არასდროს კმარა.
ჩვენ მხოლოდ ღირსშესანიშნაობების მცირე ნაწილს გთავაზობთ, რომლის მონახულებაც ნამდვილად ღირს:

  1. ტაჯ მაჰალი, აგრა

კომპლექსის მშენებლობა 1653 წელს დასრულდა და ის ეძღვნება შაჰ ჯაჰანის მეუღლეს, ტაჯი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში 1983 წელს იქნა შეტანილი და დღესაც ისევე უნაკლოდ გამოიყურება, როგორც დასრულების პირველ წლებში.

  1. აგრას ციხე, აგრა

ნაგებობა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია. აგრას ციხე აგებულია აკბარის მიერ წითელ ქვიშაქვაში, აგრას სიმაგრე გახლდათ როგორც სამხედრო სტრატეგიულ პუნქტი, ასევე სამეფო რეზიდენცია.

  1. მეჰრაულის არქეოლოგიური პარკი, დელი

მეჰრაულის ირგვლივ მიმოფანტულია არაჩვეულებრივი სიმდიდრე, 440-ზე მეტი ძეგლი, რომელთაგან ზოგიერთი XII-XIII საუკუნეებით თარიღდება. ღირსშესანიშნავი ნაგებობებია ბალბანის სამარხი, შაჰიდ ხანის საფლავი და განდჰაკ კი ბაოლის ჭა.

  1. აქშარდჰამის ტაძარი, დელი

დელის ყველაზე დიდი ტაძარი, აშენდა 2005 წელს. ხელოსნები იყენებდნენ უძველეს ტექნიკას რათა გამოეკვეთათ წმინდანებისა და მითიური არსებები რელიეფები.

  1. წითელი ციხესიმაგრე, დელი

წითელი ციხესიმაგრე აშენებულია იმპერატორ შაჰ ჯაჰანის მიერ, მე-17 საუკუნეში, ციხის აშენება 10 წელს გაგრძელდა და გარშემორტყმულია დიდებული გალავნით, რომელშიც ლეგენდის თანახმად გარდაცვლილ ტყვეთა ნეშტებია დამარხული

  1. ჰუმაუნის აკლდამა, დელი

აკლდამა აიგო მე-16 საუკუნეში, 50 წლით ადრე მანამ სანამ ტაჯ მაჰალი აშენდებოდა და ვარაუდობენ რომ სწორედ ის გახდა დიდებული ტაჯ მაჰალის მშენებლების შთაგონების წყარო.

  1. კუტბ-მინარი, დელი

კუტბ-მინარი – მსოფლიოში ყველაზე მაღალი აგურის მინარეთია. აშენებულია მე-12-14 სააუენეებში დელის სასულთნოს მმართველების რამდენიმე თაობის მიერ. მინარეთის სიმაღლეა 72,6 მეტრი და წარმოადგენს შუა საუკუნეების ინდურ-ისლამური არქიტექტურის უნიკალურ ნიმუშს.

  1. მეჰრანგარჰი, რაჯასტანი

ინდოეთის ერთ-ერთი უდიდესი ციხე-სიმაგრე, მეჰრანგარჰის ციხე დგას ქვიშაქვის ბორცვებზე, დაახლოებით 122 მეტრ სიმაღლეზე. მიუხედავად იმისა, რომ ახლა არავინ ცხოვრობს მეჰრანგარჰის ციხესიმაგრეში, ის მაინც ჯოდპურის მაჰარაჯას ეკუთვნის.

  1. ამბერის ციხე-სიმაგრე, ჯაიპური

საოცარი ციხე-სიმაგრის მშენებლობა დაიწყო 1592 წელს მაჰარაჯა მან სინგჰის მიერ. ციხე შედგება სასახლეების, პავილიონების, ბაღებისა და ტაძრების გრანდიოზული კომპლექსისგან. ცენტრალური ნაწილია ბჰაგვან შრი სვამინარაიანის 3 მეტრის სიმაღლის ოქროს ქანდაკება, რომელიც გარშემორტყმულია ზღაპრული ჩუქურთმებით.

  1. ჯანტარ მანტარის ობსერვატორია, ჯაიპური

მე-18  საუკუნის ობსერვატორია 1948 წელს გამოცხადდა ეროვნულ ძეგლად, ხოლო 2010 წელს შეტანილი იქნა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში. აქ განთავსებულია მსოფლიოში ყველაზე დიდი მზის საათი.

რა უნდა ვიცოდეთ

რამდენიმე საკვანძო ცნობა ტაილანდის შესახებ

ქვეყანა

ინდოეთის რესპუბლიკა

ვიზა

ივსება Online და გაცემის ვადა გახლავთ 3-5 დღე

სალაპარაკო ენა

ჰინდი, ინგლისური

გამოყენებული ვალუტა

ინდური რუპია

აუცილებლად სანახავი

მოგვწერეთ

თუ გაქვთ კითხვა ან გაინტერესებთ რაიმე დამატებით, მოგვწერეთ. ჩვენ მალე გიპასუხებთ!