Image Alt
ღიმილის სამყარო

ტაილანდი

ტაილანდი

ტაილანდი ეგზოტიკური მიმართულებებიდან ერთ-ერთი გამორჩეულად მიმზიდველია ქართველი დამსვენებლებისთვის. ბოლო პერიოდში მისი პოპულარობა გაიზარდა. ქვეყანა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მდებარეობს და აქტიური დასვენების მოყვარულების საყვარელი მიმართულებაა.

ტაილანდი, რა თქმა უნდა გამორჩეული სანაპიროებით იზიდავს დამსვენებლებს, მაგრამ აქ კულტურითა და სოციალური საკითხებით დაინტერესებული მოგზაურიც ბევრ საინტერესოს იპოვნის.

სანამ ზღვასა და პლაჟებს ეწვევით, არ გამოტოვოთ ქვეყნის დედაქალაქი – ბანგკოკი, რომელიც განსაკუთრებით საინტერესო და მრავალფეროვანი ქალაქია, რომელსაც არასდროს სძინავს. აქ ნებისმიერი ბიუჯეტის მქონე მოგზაური იპოვნის საინტერესო გასართობს. 

ტაილანდი საუკეთესო ქვეყანაა ველური ბუნების აღმოსაჩენადაც. დედაქალაქიდან რამდენიმე საათის გზაზე მდებარეობს ქვეყნის ყველაზე ცნობილი ხაო იაის ეროვნული პარკი, რომლის ჯუნგლებშიც ბინადროვენ ისეთი ცხოველები როგორიცაა სპილო, დათვი და ტაილანდური ვეფხვიც კი. 

ტაილანდში ოჯახური დასვენებაც ძალიან სასიამოვნო იქნება თუ ფჰუკეტს ეწვევით. ქვეყნის სამხრეთით მდებარე ამ კურორტზე ყველაფერი დაგხვდებათ ოჯახური დასვენებისთვის. ბავშვებს შეუძლიათ ქვიშაში გაერთონ ან მშობლებთან ერთად კაიაკინგით დაკავდნენ. სასტუმროები აქ კომფორტული და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაშია. 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ტაილანდის მთავარი მიზიდულობა მისი ულამაზესი პლაჟებია, მაგრამ თუ ისტორია და უნიკალური არქიტექტურა დაგაინტერესებთ კანჩანაბურსა და ჩიან მაის ესტუმრეთ. ბოლო პერიოდის ტენდენციით ტურისტები შორეულ ქვეყნებს მხოლოდ ერთი კვირით ან 10 დღით აღარ სტუმრობენ და ცდილობენ 1 თვის განმავლობაში კარგად გაიცნონ ქვეყანა. თქვენც იგივეს გირჩევთ, რადგან ტაილანდში აღმოსაჩენი მართლაც ბევრი დაგხვდებათ. 

რა უნდა ვიცოდეთ

რამდენიმე საკვანძო ცნობა ტაილანდის შესახებ

ქვეყანა

ტაილანდი

ვიზა

ტურისტულ ვიზას აეროპორტში მიიღებთ

სალაპარაკო ენა

ტაილანდური

გამოყენებული ვალუტა

ბატი

აუცილებლად სანახავი

მოგვწერეთ

თუ გაქვთ კითხვა ან გაინტერესებთ რაიმე დამატებით, მოგვწერეთ. ჩვენ მალე გიპასუხებთ!