პრომეთეა ვოიაჟის გამყვანი ტურიზმის განყოფილება უკვე 12 წელია აქტიურად მუშაობს და ახორციელებს ტურებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ჩვენ მოგემსახურებით ყველა პოპულარული თუ ნაკლებად ათვისებული მიმართულებით გამგზავრებაში. ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვიყავით საფრანგეთის და ზოგადად, ევროპის მიმართულების ექსპერტები, რაშიც ჩვენი სააგენტოს ევროპული წარმომავლობიდან შენარჩუნებული ევროპული სერვისის ხარისხი და ცოდნა/გამოცდილება გვეხმარება. ჩვენი გუნდის წევრები დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდნენ – სწავლობდნენ და მუშაობდნენ ევროპის ქვეყნებში და ეს გამოცდილება გადმოგვაქვს საქართველოშიც. გარდა ევროპისა, ჩვენ სხვა მრავალ საინტერესო და ეგზოტიკურ მიმართულებასაც გთავაზობთ, ამერიკის, აზიისა თუ აფრიკის კონტინენტზე.
ჩვენი ავიაბილეთების განყოფილება წარმატებით თანამშრომლობს ბევრ კორპორატიულ თუ ინდივიდუალურ კლიენტთან და გთავაზობთ მსოფლიოს ყველა მიმართულებასა და ავიაკომპანიას, რაც ხელმისაწვდომია საქართველოში. თქვენ დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეძლებთ თქვენს ავიაოპერატორთან დაკავშირებას ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში და ის ოპერატიულად დაგეხმარებათ.
ჩვენი სავიზო მომსახურების განყოფილება ცნობილია ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან, როცა შენგენის ვიზის მიღების საკითხი აქტუალური იყო, ჩვენ წარმატებით ვთანამშრომლობდით აკრედიტაციის საფუძველზე შენგენის ქვეყნების საკონსულოებთან. ახლა სიამოვნებით დაგეხმარებით დიდი ბრიტანეთის, ამერიკისა და სხვა ქვეყნების სავიზო პროცედურების მომზადებაში.
ჩვენი მიზანია მომხმარებელზე ორიენტირებული პროდუქტის შექმნა და მისი თქვენთვის მოწოდება მაღალი ხარისხის სერვისით, რაც გაგიმარტივებთ მოგზაურობას და მაქსიმალურად სასიამოვნოს გახდის მთელს ამ პროცესს. ჩვენ გუნდთან დაკავშირება შეგიძლიათ თქვენთვის მოსახერხებელი საკომუნიკაციო საშუალებებით – ფეისბუქით, ინსტაგრამით, ლინკდინით, ვოცაფითა და ა.შ.
პრომეთეა ვოიაჟი თქვენი მეგობარი სააგენტოა, სადაც თქვენი მისვლა უხარიათ და თქვენს კომფორტზე ზრუნავენ, თქვენი მოგზაურობის კმაყოფილების ინდექსით ჩვენი ბედნიერებაც იზომება, ამიტომ მოგვმართეთ ნებისმიერი საოცნებო თუ საჭირო მოგზაურობის დასაგეგმად, ჩვენ დიდი სიამოვნებით დაგეხმარებით!