პრომეთეა ვოიაჟი საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციასთან არსებული საკონვენციო ბიუროს წევრია და აქტიურად საქმიანობს საკონფერენციო და ინსენტივ ტურიზმის მიმართულებით. პრომეთეა ვოიაჟი აგრეთვე არის საფრანგეთ-საქართველოს სავაჭრო პალატის ბორდის წევრი და საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ბორდის წევრი.
პრომეთეა ვოიაჟი საქართველოში არსებული საელჩოებისა და დიპლომატიური და საერთაშორისო ორგანიზაციების სანდო პარტნიორია მათი მაღალი დონის (მათ შორის საპრეზიდენტო) დელეგაციებისთვის ღონისძიებების ორგანიზებაში.
22 წლიანი გამოცდილება და მაღალი კვალიფიკაციის მქონე გუნდი განაპირობებს პრომეთეა ვოიაჟის, როგორც თქვენი პარტნიორის სანდოობასა და თქვენი ღონისძიებების წარმატებას. ჩვენ ვემსახურებით აგრეთვე დიდი საერთაშორისო კომპანიების კონგრესებისა და შეხვედრების მოწყობასა და მათი თანამშრომლების დაუვიწყარ მოგზაურობებს.
ჩვენი ცოდნა და გამოცდილებას გვეხმარება რათა:
- შევიმუშავოთ თქვენზე მორგებული სერვისები, რომლებიც აკმაყოფილებს თქვენს მიზნებსა და სურვილებს.
- გაგაცნოთ ახალი აქტივობები და ექსკლუზიური ღონისძიებები თქვენი ღირშესანიშნავი მომენტების აღსანიშნავად.
- შეგიქმნათ დაუვიწყარი მოგზაურობები უჩვეულო მიმართულებებზე უნიკალური გამოცდილების შესაქმნელად, ურთიერთობების გასამდიდრებლად და თქვენი კომპანიის იმიჯის გასაუმჯობესებლად.
- უზრუნველვყოთ თქვენზე მორგებული შემოთავაზებების სრულყოფილად განხორციელება.
- გავითვალისწინოთ თქვენი სპეციფიკაცია, თქვენი საბიუჯეტო ჩარჩო და ვაკონტროლოთ ხარჯები.
- უზრუნველვყოთ მკაცრი და უნაკლო ოპერატიული ლოჯისტიკა და გარანტირებული მაღალი ხარისხის მომსახურება.
ჩვენი ჩართულობა
ჩვენთვის თითოეული მომხმარებელი უნიკალურია და თითოეული მოთხოვნა განიხილება როგორც განსაკუთრებული მოთხოვნა. კრეატიული და ორიგინალური მიდგომა და მაღალი დონის ტექნიკური რეალიზაცია განაპირობებს ემოციების გაცვლისა და გაზიარების შთამბეჭდავი მომენტებს.
ჩვენი ღირებულებები, რომლებიც ჩვენი იდენტობის ფუნდამენტურ ელემენტს წარმოადგენს, არის ჩვენი მომხმარებლების ერთგულების საფუძველი.
წამახალისებელი მოგზაურობა
წამახალისებელი და ჯილდო-მოგზაურობები, შესანიშნავი ბერკეტებია თქვენი ურთიერთობების გასამდიდრებლად და თქვენი ბიზნესის განვითარების სტიმულირებისთვის.
ჩვენი ექსპერტები აწყობენ პერსონალიზებულ ჯადოსნურ მოგზაურობებს. ჩვენი ჯადოქრობა მოქმედებს ახლო თუ შორ მიმართულებებზე – მომხიბლავი ადგილები, ორიგინალური ვიზიტები, უჩვეულო აღმოჩენები, გასაოცარი შეხვედრები ქმნიან უნიკალური ემოციების მომენტებს, რომლებიც დაუვიწყარ მოგონებებად გადაიქცევა.
