Image Alt
გასაოცარი

მალდივები

მალდივები

კიდევ ერთი ულამაზესი კუნძულოვანი ქვეყანა - მალდივები, რომელიც სამხრეთ აზიაში 1100 - ზე მეტ კუნძულზეა გაშენებული, თუმცა მათგან მხოლოდ 220 კუნძულია დასახლებული. ულამაზესი წყლები და პლაჟები, ასევე ხელუხლებელი ბუნება უამრავ ტურისტს იზიდავს და მათ შორის არიან ქართველი დამსვენებლებიც. მიუხედავად იმისა, რომ მალდივის კუნძულები ძირითადად საზღვაო დასვენებისთვისაა განკუთვნილი, ნუ დაგავიწყდებათ, რომ ქვეყანაში საკმაოდ ტრადიციული ხალხი ცხოვრობს და აუცილებლად პატივი უნდა სცეთ მათ წეს-ჩვეულებებსა და უპირველეს ყოვლისა, კანონებს. თუ ამ ყველაფერს გაითვალისწინებთ, თქვენი დასვენება მართლაც დაუვიწყარი იქნება.

მალდივებზე დასვენებისას არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოტოვოთ წყალქვეშა აქტივობები და აღმოაჩინოთ ზღვის უმდიდრესი სამყარო. პლაჟზე ყოფნისას დელფინების ბუნებრივ შოუსაც დაესწრებით თუ კარგად დააკვირდებით ჰორიზონტს.

წყალქვეშა გართობასთან ერთად წყალზე აქტივობებითაც შეგიძლიათ ისიამოვნოთ, მაგალითად სერფინგით, ნაოსნობით, კაიაკინგით. ასევე შეგიძლია ულამაზეს კუნძულებს პარაპლანით გადაუფრინოთ. 

კუნძულებზე ყველანაირი პირობაა შექმნილი სასიამოვნო და კომფორტული დასვენებისთვის. აქ შეგიძლიათ შეარჩიოთ საუკეთესო ხარისხის სასტუმროები და სერვისები. განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს კვების ობიექტები, რომლებიც ოკეანის სანაპიროებზეა განთავსებული და რომანტიკული ვახშმობისთვის საუკეთესო ადგილებია. 

გახსოვდეთ, რომ მალდივის კუნძულები მხოლოდ დასვენებისთვის არ შექმნილა, ქვეყანას დიდი ისტორია აქვს, აქ მოსახლეობაც ცხოვრობს და მუშაობს და მათთან კონტაქტი ძალიან საინტერესო და აუცილებელია, რადგან ქვეყნის შესახებ ასე გაცილებით მეტს გაიგებთ, ვიდრე მხოლოდ პლაჟზე დასვენებით. 

რა უნდა ვიცოდეთ

რამდენიმე საკვანძო ცნობა მალდივების შესახებ

ქვეყანა

მალდივები

ვიზა

ტურისტულ ვიზას აეროპორტში მიიღებთ

სალაპარაკო ენა

დივეჰი

გამოყენებული ვალუტა

მალდივური რუფია

აუცილებლად სანახავი

მოგვწერეთ

თუ გაქვთ კითხვა ან გაინტერესებთ რაიმე დამატებით, მოგვწერეთ. ჩვენ მალე გიპასუხებთ!