Image Alt
თანამედროვე

დუბაი

დუბაი

დუბაი ბოლო წლებში ქართველების საყვარელი მიმართულება გახდა, რასაც ხელი პირდაპირი ფრენების არსებობამაც შეუწყო. დუბაის სტუმრობენ დასვენებისა და გართობის და რაც მთავარია, შოპინგის მოყვარულები, რისთვისაც აქ საუკეთესო პირობებია შექმნილი.

დუბაის მთავარი ღირსშესანიშნაობაა ბურჯ ხალიფა მსოფლიოში ყველაზე მაღალი 828 მეტრიანი შენობა. რომელიც გარედანაც შთამბეჭდავია, თუმცა მისი შიგნიდან დათვალიერება და ხედებით ტკბობაც მკაცრად რეკომენდებულია.

ბურჯ ხალიფასთან მსოფლიოში ყველაზე დიდ მუსიკალურ შადრევანსაც ნახავთ, რომელიც წყალს 150 მეტრის სიმაღლეზე გაიტყორცნის და ძალიან სასიამოვნო სანახავია.

ასევე აუცილებელია პალმ ჯუმეირას ნახვა – ეს მსოფლიოში უდიდესი ხელოვნური კუნძულია და განსაკუთრებით იზიდავს როგორც ვიზიტორებს ისე ადგილობრივებს. კუნძულზე განთავსებულია უამრევი ცნობილი ბრენდის სასტუმრო, გასართობი დაწესებულებები და კომერციული ცენტრები. 

რა იქნება დუბაის ვიზიტი უდაბნოს ტურის გარეშე? ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვათ. საოცარ პეიზაჟებთან ერთად თქვენ აქლემებით გასეირნებასაც შეძლებთ. 

როგორც აღვნიშნეთ, დუბაი განსაკუთრებით იზიდავს შოპინგის მოყვარულებს. აქ მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ბრენდები იყრის თავს. იმისთვის, რომ თქვენი საყიდლებზე სიარული გაცილებით სასიამოვნო იყოს, დუბაის მოლს უნდა ეწვიოთ და ერთ სივრცეში დაათვალიეროთ ყველა ბრენდი. 

დუბაიში სათავგადასავლო ტურიზმითაც დატკბებით. აქ შეგიძლიათ პარაშუტით იფრინოთ. 

არ გამოტოვოთ ულამაზესი სანახაობა – დუბაის საოცრებათა ბაღი, სადაც ყვავილებისგან შექმნილ ქანდაკებებს ნახავთ. 

რა უნდა ვიცოდეთ

რამდენიმე საკვანძო ცნობა დუბაის შესახებ

ქვეყანა

არაბთა გაერთიანებული საამიროები (დუბაი)

ვიზა

ტურისტული მოგზაურობისთვის არ არის საჭირო

სალაპარაკო ენა

არაბული

გამოყენებული ვალუტა

არაბთა გაერთიანებული საამიროების დირჰამი

აუცილებლად სანახავი

მოგვწერეთ

თუ გაქვთ კითხვა ან გაინტერესებთ რაიმე დამატებით, მოგვწერეთ. ჩვენ მალე გიპასუხებთ!