ეგვიპტე
ეგვიპტე ქართველებისთვის კარგად ცნობილი მიმართულებაა. ცივი ზამთრისგან თავის დასაღწევად ძალიან ხშირად ირჩევენ ეგვიპტის მიმართულებას. აქ არსებული საზღვაო კურორტები და ინფრასტრუქტურა იდეალურად ერგება ქართველი მოგზაურების სურვილებსა და გემოვნებას.


გარდა ამისა, ეგვიპტეში ჩასვლაც ძალიან კომფორტულია. ინიშნება პირდაპირი რეისები და თბილისიდან რამდენიმე საათში უკვე დანიშნულების ქვეყანაში ხართ.
მიუხედავად ეგვიპტის უმდიდრესი კულტურული პოტენციალისა, ქართველი დამსვენებელი ქვეყანას მაინც ცნობილი საკურორტო მიმართულებების გამო ირჩევს, როგორებიცაა: ჰურგადა, შარ ელ შეიხი, მაკადის ყურე, ეგვიპტის საზღვაო კურორტები ძირითადად წითელი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს.
რა გამოარჩევს ეგვიპტის მიმართულებას: შესანიშნავი, მშრალი და თბილი კლიმატი, რაც საშუალებას აძლევს დამსვენებელს ზამთარს თბილ ქვეყანაში გაექცეს. სერვისის ძალიან მაღალი ხარისხი. საუკეთესო სასტუმროები, რომლებიც ყველანაირ კომფორტს გთავაზობენ და კარგი დასვენებისა და გართობისთვის არც კი არის საჭირო სასტუმროს დატოვება.
ეგვიპტის მიმართულება ერთ-ერთი საუკეთესო მშვიდი, ოჯახური დასვენების მოყვარულთათვის.
გარდა ზღვაზე დასვენებისა ეგვიპტეში ერთდღიანი კულტურული ტურებითაც შეგიძლიათ ისიამოვნოთ და მოინახულოთ პირამიდები და დატკბეთ უდაბნოს პეიზაჯებით.
ეგვიპტეში დასვენებისას არ უნდა გამოტოვოთ განსაკუთრებით პოპულარული ვიზიტი და ეწვიოთ სინას მთას, სადაც, ბიბლიის თანახმად, მოსეს ღმერთი გამოეცხადა და 10 მცნება გადასცა.
რა უნდა ვიცოდეთ
რამდენიმე საკვანძო ცნობა ეგვიპტის შესახებ
აუცილებლად სანახავი
მოგვწერეთ
თუ გაქვთ კითხვა ან გაინტერესებთ რაიმე დამატებით, მოგვწერეთ. ჩვენ მალე გიპასუხებთ!
