ესპანეთი
ესპანეთი ტურისტებისთვის საყვარელი და მიმზიდველი ქვეყანაა. ძალიან ძველი და გამორჩეულად ლამაზი ქალაქების გვერდით აღმოაჩენთ არაჩვეულებრივ სანაპიროებსა და კუნძულებს სადაც მთელი წლის განმავლობაში შეგიძლიათ დაისვენოთ. კანარის კუნძულებზე ზამთარშიც თბილა და ტურისტული ინფრასტრუქტურაც გამართულად მუშაობს მთელი წლის მანძილზე.


ზაფხული, განსაკუთებით ივლისი და აგვისტო ესპანეთში თითქმის მთელ ტერიტორიაზე, ძალიან ცხელია და ტემპერატურა ხშირად 40 გრადუსს აჭარბებს. თუ ზღვის სანაპიროზე დასვენებას არ გეგმავთ, უმჯობესია ქვეყანა გაზაფხულზე, შემოდგომაზე ან ზამთარში მოინახულოთ.
დედაქალაქი მადრიდი აუცილებლად სანახავ ქალაქებს შორისაა ალ – მოდენას ტაძრით, გრან ვიათი, პრადოს მუზეუმით და სამეფო სასახლით. მადრიდი ესპანეთის გულია, ისეთივე ცხელი და ემოციური, როგორც ესპანელი ხალხი და იქ ჩასული ტურისტი ამას აუცილებლად შენიშნავს.
ბარსელონა ხმელთაშუა ზღვის ნაპირზე მდებარე ულამაზესი ქალაქია, არაჩვეულებრივი სანაპიროებით, გაუდის არქიტექტურით, გამორჩეული კაფე-ბარებით და ტურისტებსაც განსაკუთრებულად იზიდავს, ამიტომ ესპანეთს ამ ქალაქის უნახავად ნუ დატოვებთ.
თუ ესპანური და არაბული კულტურის ნარევი გაინტერესებთ ესპანეთის სამხრეთით ანდალუსიის რეგიონს უნდა ეწვიოთ. აქაური არქიტექტურა გამორჩეულია, გარდა ამისა, ანდალუსია საოცარი ფლამენკოს სამშობლოა.
ესპანეთი მიმზიდველია კულინარიული და ღვინის თავგადასავლების მაძიებლებისთვისაც. ხმელთაშუა ზღვიური დიეტა რომელიც თევზეულით გამორჩეულად მდიდარია გულგრილს არავის დატოვებს. ესპანური ღვინოც ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში.
ნუ გადადებთ, დაგეგმეთ მოგზაურობა ესპანეთში და მიიღეთ სიამოვნება ამ ძალიან ლამაზი და საინტერესო ქვეყნის მონახულებით.
რა უნდა ვიცოდეთ
რამდენიმე საკვანძო ცნობა ესპანეთის შესახებ
აუცილებლად სანახავი
მოგვწერეთ
თუ გაქვთ კითხვა ან გაინტერესებთ რაიმე დამატებით, მოგვწერეთ. ჩვენ მალე გიპასუხებთ!
