Image Alt
ელეგანტური

საფრანგეთი

საფრანგეთი

საფრანგეთი დიდი ხანია ითვლება მსოფლიოს ნომერ პირველ ტურისტულ მიმართულებად თავისი დიდებული ქალაქებით, ულამაზესი და მრავალფეროვანი სანაპირო ზოლით - ზღვების, ტბებისა და ოკეანის პლიაჟებით, ალპების თვალწარმტაცი პეიზაჟებითა და უამრავი სათხილამურო ზონით და მაინც, ტურისტების უმეტესობა საფრანგეთში მიდის პარიზის მოსანახულებლად. რომანტიული და კულტურული ქალაქი პარიზი ერთ-ერთი ულამაზესია მსოფლიოში თავისი ლუვრით, ნოტრ-დამით, ეიფელის კოშკით, დისნეილენდით, შოპინგით, გასტრონომიით და მრავალი ულამაზესი კაფე-ტერასით.

საფრანგეთის ისტორია და მისი მწერლები ცნობილია მთელ მსოფლიოში და ბევრ ტურისტს სურს ამ ნაკვალევთან მიახლოება  –  ისინი სტუმრობენ ციხეებს, ეკლესიებს, მუზეუმებს, ძეგლებს, პრეისტორიულ ადგილებს და ეს მემკვიდრეობა ძალიან კარგ მდგომარეობაშია, რადგან ბევრი ძეგლი აღდგენილია, თვალს იტაცებს ულამაზესი განათებით და კარგად მოვლილი მწვანე სივრცეებით და ბოლოს, გასართობი პარკები, როგორიცაა Disneyland Paris და Futuroscope, ძალიან პოპულარულია ტურისტებში. 

უდავოა აგრეთვე ფრანგული საკვებისა და მისი ღვინის მრავალსაუკუნოვანი რეპუტაცია.

ბევრი ტურისტი მხოლოდ ერთ ღამეს ათენებს საფრანგეთში –   მისი მდებარეობა ევროპის გულში  საშუალებას გაძლევთ მოინახულოთ რამდენიმე ქვეყანა ერთი მოგზაურობის დროს.

საფრანგეთი, იმის გათვალისწინებით, რა ხარისხსაც სთავაზობს ჩასულ სტუმრებს, ძვირი ქვეყანა სულაც არ არის. აქ ნებისმიერი ბიუჯეტისა და გემოვნების ადამიანი იპოვნის თავისთვის საინტერესო მომსახურებას, იქნება ეს სასტუმრო, კვების ობიექტი, გასართობი დაწესებულება თუ სხვა. 

რა უნდა ვიცოდეთ

რამდენიმე საკვანძო ცნობა საფრანგეთის შესახებ

ქვეყანა

საფრანგეთი

ვიზა

სტურისტული მოგზაურობისთვის არ არის საჭირო

სალაპარაკო ენა

ფრანგული

გამოყენებული ვალუტა

ევრო

აუცილებლად სანახავი

პარიზი, ალპები, ლუარის ხეობის შატოები, სამხრეთის სანაპირო...

მოგვწერეთ

თუ გაქვთ კითხვა ან გაინტერესებთ რაიმე დამატებით, მოგვწერეთ. ჩვენ მალე გიპასუხებთ!