თურქეთი
თურქეთი - ჩვენი მეზობელი, ერთერთი გამორჩეული ქვეყანა, რომელიც მთელი მსოფლიოს მოგზაურთათვის განსაკუთრებული ადგილია. მაინც რითია გამორჩეული თურქეთი? აქ ევროპა და აზია ერთმანეთს ხვდება. თურქეთში მოგზაურობისას თქვენ ნამდვილად გამორჩეულ სამყაროში აღმოჩნდებით.


თურქეთი უზარმაზარი ქვეყანაა, რომელსაც 3 ზღვა აკრავს გარს შავი, ხმეთა შუა და ეგეოსის. აქ წლის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დაისვენოთ და აღმოაჩინოთ თქვენთვის საინტერესო და სასურველი მიმართულება.
მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის საზღვაო კურორტები ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს, ყველაფერი, რა თქმა უნდა სტამბოლით – თურქეთის დედაქალაქით უნდა დაიწყოთ.
სტამბოლი კონტრასტების ქალაქია – უდიდესი ხიდი მის ორ აზიურ და ევროპულ ნაწილს აკავშირებს ერთმანეთთან და ამ კონტრასტს დათვალიერებისას თქვენც ადვილად შეამჩნევთ. სტამბოლი აია სოფიასა და ლურჯი მეჩეთის გარეშე წარმოუდგენელია. გალათას კოშკი ქალაქის საწყისი წერტილია. აქ მოგზაურობისას ოტომანთა დინასტიის კვალიც იგრძნობა, განსაკუთრებით თუ დოლმაბახჩეს ეწვევით. ისტიკლალი თავისი უძველესი ტრამვაით ქალაქის გულია და აქ საყიდლებსა და სეირნობაზე უარს ნუ იტყვით.
სტამბოლში მოგზაურობისას ნუ დაგავიწყდებათ, რომ თურქებს ძალიან უყვართ ზღვის პირას განლაგებულ პატარა კაფეებში ჩაის სმა სიმითის (ადგილობრივი ფუნთუშა) თანხლებით, გირჩევთ, ეს სასიამოვნო გამოცდილება თქვენც მიიღოთ და ნურც თევზის სენდვიჩებზე იტყვით უარს. ზოგადად, თურქული სამზარეულო ძალიან მრავალფეროვანი და განსაკუთრებით გემრიელია.
სტამბოლის მონახულების შემდეგ უკვე შეგიძლიათ ზღვის კურორტებს ეწვიოთ და მაღალი დონის სასტუმროებში დაუვიწყარი დრო გაატაროთ, ანტალიასა თუ იზმირში, ბოდრუმსა თუ მარმარისში. ლურჯი ზღვა, არაჩვეულებრივი, მზით გამთბარი სანაპიროები თქვენი დაუვიწყარი დასვენების საწინდარია.
საქართველოს საზღვართან ახლოს კი შეგიძლიათ ქართული ძეგლები მოინახულოთ. ცოტა უფრო მოშორებით, ქვეყნის ცენტრალური ნაწილისკენ, განსაკუთრებული სანახაობა გელით კაპადოკიის სახით.
რა უნდა ვიცოდეთ
რამდენიმე საკვანძო ცნობა თურქეთისშესახებ
აუცილებლად სანახავი
მოგვწერეთ
თუ გაქვთ კითხვა ან გაინტერესებთ რაიმე დამატებით, მოგვწერეთ. ჩვენ მალე გიპასუხებთ!
