Image Alt
უძველესი

იტალია

იტალია

იტალია უნიკალური ქვეყანაა თავისი გეოგრაფიით, ლანდშაფტების მრავალფეროვნებით, არქიტექტურით, უძველესი ქალაქებით, კულინარიითა და ღვინით. აქ ყველაფერს აღმოაჩენთ : თავგადასავლებიდან დაწყებული, მოდითა და საყიდლებით დამთავრებული.

აუცილებლად სანახავი ადგილები:

რომი

რა თქმა უნდა, ძალიან ტურისტულია, მაგრამ მას გვერდს ვერ აუვლით. სეირნობთ მარადიულ ქალაქში და  ეპოქები თქვენს თვალწინ ენაცვლება ერთმანეთს.  კოლიზეუმისა  და უძველესი ფორუმის ნანგრევების მერე,  გვაოცებს რენესანსის ძეგლების, წმინდა პეტრეს ბაზილიკისა და  მიქელანჯელოს ნამუშევრების სილამაზე.

დოლომიტების ქედი ჩრდილოეთ იტალიაში

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებული დოლომიტები  წარმოადგენს კლდეებისა და მწვერვალების ცისკენ აზიდულ , დიდებულ კომპლექსს. ეს პატარა სამოთხე, ერთ-ერთი ულამაზესი  ადგილია იტალიაში

ვენეცია

იტალია ვენეციის ულამაზესი არხების გარეშე წარმოუდგენელია. 

ფლორენცია

ეს არის ნამდვილი მუზეუმი ღია ცის ქვეშ, რენესანსის ეპოქის ქალაქი, სადაც ისტორია  გაჩერებულია და ელოდება თქვენს ვიზიტს. თქვენ გელიან და ვინჩი, მიქელანჯელო, ბოტიჩელი.  თუ ფლორენციას ეწვევით, გამოყავით დრო ტოსკანის დანარჩენი ნაწილის სანახავად, როგორც ამბობენ, ტოსკანა საქართველოს კუთხეებს მოგაგონებთ. აქ ასევე გელით წარმოუდგენელი გასტრონომიული აღმოჩენებიც, ადგილობრივი კერძები და ღვინოები. 

მილანი

მილანი მოდის, დიზაინის, საყიდლების ქალაქია და შეუძლებელია არ მოიხიბლოთ მისი შარმითა და დახვეწილობით. 

სიცილია

სიცილია იტალიის სული და გულია თავისი პალერმოთი და მისი გამოტოვება არაფრით შეიძლება! 

რა უნდა ვიცოდეთ

რამდენიმე საკვანძო ცნობა იტალიის შესახებ

ქვეყანა

იტალია

ვიზა

სტურისტული მოგზაურობისთვის არ არის საჭირო

სალაპარაკო ენა

იტალიური

გამოყენებული ვალუტა

ევრო

აუცილებლად სანახავი

მოგვწერეთ

თუ გაქვთ კითხვა ან გაინტერესებთ რაიმე დამატებით, მოგვწერეთ. ჩვენ მალე გიპასუხებთ!