Image Alt
გასაოცარი

პორტუგალია

პორტუგალია

პორტუგალია ხალხმრავალი ქალაქების, პატარა თვალწარმტაცი სოფლებისა და მდიდრული კუნძულების მრავალეროვანი ქვეყანაა. მბრწყინავი თეთრი ქვიშის პლაჟებიდან შუა საუკუნეების ციხესიმაგრეებსა და ვენახებამდე, იგი საოცნებო ადგილია ბუნების, ისტორიისა და კარგი ღვინის მოყვარულთათვის. თუ თქვენ ეძებთ საოცნებო პლაჟებს, ისტორიულ ძეგლებსა თუ კარგ რესტორნებს, აუცილებლად იპოვით პორტუგალიის ულამაზეს ქალაქებში:

ლისაბონი

ლისაბონი ხიბლით, კულტურითა და ისტორიით სავსე ქალაქია – იდეალური ადგილი დასვენებისთვის, წელიწადის ნებისმიერ დროს. 

პორტო

პორტო, სიდიდით მეორე ქალაქი პორტუგალიაში, საუკეთესო ადგილია ღვინის, კარგი საკვებისა და ლამაზი არქიტექტურის მოყვარულთათვის – თავისი ისტორიული ცენტრით, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. 

სინტრა

ციხე-სიმაგრეების ქალაქია რომლის ისტორიული ცენტრი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია თავისი არქიტექტურისა და ლანდშაფტის გამო. ქალაქი განთქმულია თავისი ბრწყინვალე ბაღებით. 

კასკაისი

ძალიან პოპულარული ზღვისპირა კურორტია  თავისი რბილი კლიმატის, შესანიშნავი ქვიშიანი პლაჟებისა და არქიტექტურის გამო.

ბრაგა

ბრაგა ცნობილია თავისი ბაროკოს სტილით, იგი მდიდარია კულტურული და რელიგიური მემკვიდრეობით, შუა საუკუნეების ძეგლებით. ქალაქის ცენტრი ძალიან ცოცხალია, აქ ბევრი ბარი და რესტორანია.

კოიმბრა

ეს არის ძველი საუნივერსიტეტო და ისტორიული ქალაქი, რომელიც ცნობილია თავისი ისტორიული და არქიტექტურული მემკვიდრეობით და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

რა უნდა ვიცოდეთ

რამდენიმე საკვანძო ცნობა პორტუგალიის შესახებ

ქვეყანა

პორტუგალია

ვიზა

ტურისტული მოგზაურობისთვის არ არის საჭირო

სალაპარაკო ენა

პორტუგალიური

გამოყენებული ვალუტა

ევრო

აუცილებლად სანახავი

მოგვწერეთ

თუ გაქვთ კითხვა ან გაინტერესებთ რაიმე დამატებით, მოგვწერეთ. ჩვენ მალე გიპასუხებთ!