Image Alt
მშვიდი

შვეიცარია

შვეიცარია

დათოვლილი ალპები, ყველი და შოკოლადი, რომელი ქვეყანა გახსენდებათ ამ სიტყვებზე? რა თქმა უნდა, შვეიცარია. საქართველოს ხშირად შვეიცარიასაც ამსგავსებენ მთიანი პეიზაჟებითა და სულისშემკვრელი ხედებით. ამასთან, ქვეყანა საოცრად მოწესრიგებული და გიჩნდება განცდა, რომ ყოველ ბალახს თუ ქვას აქ საკუთარი ადგილი აქვს.

შვეიცარიის აღმოჩენა ტრადიციულად, დედაქალაქით – ბერნით უნდა დაიწყოთ. ეს ულამაზესი არქიტექტურის მქონე დახვეწილი ქალაქი მნახველს აუცილებლად მოხიბლავს. ბერნის შუა საუკუნეების პერიოდის ცენტრი იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია. ქალაქში გამორჩეულად საინტერესო მუზეუმებიც მრავლადაა.

შვეიცარია საფეხმავლო ტურებისთვისაც იდეალური ქვეყანაა. თუ საქართველოს ყველა რეგიონი უკვე მოიარეთ ფეხით, დროა, შვეიცარიის მთები დალაშქროთ და დატკბეთ გასაოცარი სილამაზით. 

ზამთრის ტურიზმი შვეიცარიაში უფრო პოპულარულია, ვიდრე ზაფხულის. საუკეთესო სასრიალო ტრასები და ინფრასტრუქტურა მთელი მსოფლიოდან იზიდავს სრიალის მოყვარულებს. ფასები შედარებით მაღალია, მაგრამ კომფორტი და მომსახურება ნამდვილად ადეკვატური. 

შვეიცარია ტბების ქვეყანაცაა. აქ არაერთი ულამაზესი ტბაა, მწვანეში ჩაფლული, მთებით გარშემორტყმული და ძალიან ლამაზი სანაპიროებით. ტბებში შეგიძლიათ იცურაოთ, ისეირნოთ სანაპიროებზე მოწყობილი ინფრასტრუქტურით და დატკბეთ ხარისხით. 

ცალკე აღნიშვნას იმსახურებს შვეიცარული მატარებელი რომელიც გამორჩეულია დიზაინით. პანორამული ტრანსპორტი საშუალებას მოგცემთ იმოგზაუროთ შვეიცარიის მთებში და კომფორტული მგზავრობის პარალელურად დატკბეთ საოცარი ბუნებით. 

მატარებლით შეგიძლიათ იუნგფრაუიოხის უღელტეხილზე ახვიდეთ და სპეციალურად მოწყობილი ტერასიდან და ობსერვატორიიდან დაინახავთ ყველაზე გრძელ მყინვარს ევროპაში – ალეჩს.

და ბოლოს, შვეიცარიაში ყოფნისას ნუ დაგავიწყდებათ, რომ ასეთ შოკოლადსა და ყველს მსოფლიოს თითქმის ვერცერთ ქვეყანაში შეხვდებით. შვეიცარული ფონდიუს (მდნარი ყველის კერძი) სურნელი კი მთელ მოგზაურობას უფრო სასიამოვნოს გახდის. 

რა უნდა ვიცოდეთ

რამდენიმე საკვანძო ცნობა შვეიცარიის შესახებ

ქვეყანა

შვეიცარია

ვიზა

ტურისტული მოგზაურობისთვის არ არის საჭირო

სალაპარაკო ენა

გერმანული / ფრანგული / იტალიური

გამოყენებული ვალუტა

შვეიცარული ფრანკი

აუცილებლად სანახავი

მოგვწერეთ

თუ გაქვთ კითხვა ან გაინტერესებთ რაიმე დამატებით, მოგვწერეთ. ჩვენ მალე გიპასუხებთ!