Great Britain
გაერთიანებული სამეფო შესანიშნავი ადგილია სამოგზაუროდ. ერთი ვიზიტით შეგიძლიათ ინგლისი, შოტლანდია, უელსი და ირლანდია მოინახულოთ როგორც მარტო, ისე ოჯახთან, ან მეგობრებთან ერთად.


მიუხედავად იმისა, რომ დიდ ბრიტანეთს ნისლიანი და წვიმიანი ქვეყნის სახელი აქვს, ეს ტურისტებისთვის დაბრკოლებას სულაც არ წარმოადგენს უნდოდეთ ამ საოცარ ქვეყანაში მოგზაურობა.
დავიწყოთ დიდებული ლონდონით, ქალაქის არქიტექტურა, ხიდები, სასახლეები, ულამაზესი ქუჩები, ცნობილი ლონდონის თვალი მართლაც საკმარისი მიზეზია ამ ქვეყანას ეწვიო, გაისეირნო წითელი ავტობუსით და თავი ნამდვილ ზღაპარში იგრძნო, რადგან ინგლისი მონარქიული სახელმწიფოა და განსაკუთებით უყვართ თავიანთი მონარქები.
ლონდონი არ არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც უნდა ეწვიოთ ინგლისს. აქ განსაკუთრებული არქიტექტურის მქონე სოფლებია ძველებური ხის სახლებითა და მოკირწყლული ქუჩებით რაც განსაკუთრებულ შარმს ჰმატებს ქვეყანას.
ინგლისი გამორჩეულია თავისი მუზეუმებითაც და რაც მთავარია, ეს არის ევროპის განათლების ცენტრი. აქაური უნივერსიტეტები წამყვან ადგილს იკავებენ რეიტინგებში და განსაკუთრებით იზიდავენ ახალგაზრდებს.
დიდებული სასახლეები ლონდონის გარეთ, სხვა ქალაქებშიც შეგიძლიათ იპოვნოთ და მიიღოთ დაუვიწყარი შთაბეჭდილებები.
ჩაის მოყვარულებს ინგლისი ნამდვილად არ უნდა გამოგრჩეთ, ჩაის სმის რიტუალი აქ განსაკუთრებით პოპულარულია და ჩისაც განსაკუთრებული გემო აქვს.
ნუ დაგავიწყდებათ ინგლისური, მსუყე საუზმეებიც რაც წვიმიან და ნისლიან ქვეყანას ძალიან უხდება.
ინგლისში თავს ნამდვილად განსაკუთრებულად იგრძნობთ, ასე რომ ნუ გადადებთ ვიზიტს და ვიზის თადარიგი წინასწარ დაიჭირეთ.
პასპორტის მოქმედების ვადა – 3 თვე განაცხადის თარიღიდან
The minimum visa duration is 6 months and you can stay in the country for 180 days.
About
რამდენიმე საკვანძო ცნობა დიდი ბრიტანეთის შესახებ
A must see
Contact us
If you have a question or are interested in something additional, write to us. We will answer you soon!
