Malta
Malta, an island located on an archipelago in the central part of the Mediterranean Sea, this country has a very long history of 7000 years, here you will come across architectural masterpieces of historical value in every corner. The name of the country is translated in different ways: in Phoenician - harbor, in Greek Meli- Honey or Melta - bee, in Arabic Malta - means naked.


დღეს კუნძულზე მოხვედრა საკმაოდ გამარტივებულია, ქვეყანა ევროკავშირის წევრია, შესაბამისად ვიზაზე ზრუნვა არ მოგიწევთ. მისი მდებარეობიდან გამომდინარე ძალიან მარტივია კუნძულზე ჩასვლა ევროპის არაერთი ქვეყნის აეროპორტიდან, ზოგიერთი ავიაკომპანია კი ჩარტერებსაც სთავაზობს ქართველ მომხმარებელს.
მალტის პლაჟები, როგორც წესი, კლდოვანი და ზღვაში ღრმად შეჭრილია, ამის მიუხედავად, მალტელები ზღვის ყველა ნაპირს მაქსიმალურად იყენებენ. ამ კომპაქტურ კუნძულებზე კარგადაა განვითარებული საზღვაო სპორტის მრავალი სახეობა. კრისტალური წყლებით, ისტორიული ნანგრევებითა და საინტერესო წყალქვეშა სამყაროთი, მალტა ევროპის ტურისტული მიმართულებებს შორის ერთ ერთი საუკეთესოა.
About
Some important information about Greece
The must-see places are:
St John's Co-Cathedral
წმინდა იოანეს საკათედრო ტაძარი ვალეტაში, ქვეყნის ყველაზე შთამბეჭდავი ეკლესიაა. იგი დააპროექტა არქიტექტორმა ჯეროლამო კასარმა და აშენდა 1573-დან 1578 წლებში. ინტერიერი მე-17 საუკუნეში განახლდა მალტური ბაროკოს სტილში. ტაძრის ყველაზე მნიშვნელოვანი საგანძური კარავაჯოს იოანე ნათლისმცემლის უზარმაზარი ნახატია, რომელიც ტაძარში ინახება.
Hal Saflieni Hypogeum
ბერძნულიდან ითარგმნება როგორც მიწისქვეშა, ნეკროპოლისი ქალაქ პაოლაში მდებარეობს. აღმოაჩინეს 1902 წელს სამშენებლო სამუშაოების დროს. აქ მოხვედრა ნიშნავს იდუმალი სამყაროს მონახულებას. მისი დარბაზები, პალატები და გასასვლელები კლდეშია გამოკვეთილი და მოიცავს დაახლოებით 500 კვადრატულ მეტრს; იგი თარიღდება ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3600-დან 3000 წლით და სავარაუდოდ აქ 7000 ცხედარი იყო დაკრძალული. გაითვალისწინეთ, რომ ვიზიტის წინასწარ დაჯავშნა აუცილებელია.
Hagar Qim
ჰაჯარ-კიმის მეგალითური სატაძრო კომპლექსი ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული ძეგლია, თარიღდება ძვ. წ. 3600-3200 წლებით და იგი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. კომპლექსის მშენებლობაში გამოყენებულია კირქვა, რისი წყალობითაც ტაძარმა ეროზიას ათასწლეულების მანძილზე შესანიშნავად გაუძლო. 2009 წელს დასრულდა მისი დამცავი კარვის მშენებლობა.
Grand Master’s palace
სასახლე დგას ვალეტას გულში, იგი დაარსდა წმინდა იოანეს სუვერენული ჰოსპიტალერის სამხედრო ორდენის მიერ 1565 წელს მალტის დიდი ალყის შემდეგ. გარდა საპრეზიდენტო სასახლისა ის მუზეუმის სტატუსსაც ატარებს და წარმოადგენს მალტის წარსულ დიდებას. სასახლის ოთახების მონახულება შესაძლებელია, თუმცა, ზოგიერთი ნაწილი შეიძლება დახურული იყოს ვიზიტორებისთვის.
Ghar Dalam Cave and museum
Għar Dalam მღვიმის და მუზეუმი ვალეტასთან ახლოს მდებაროებს. Għar Dalam (aar-da-lam; სახელი ნიშნავს “სიბნელის გამოქვაბულს”) 145 მ სიგრძის გამოქვაბულია და გამოკვეთილია კირქვაში. გამოქვაბულში ყველაზე ძველი ნარჩენები 500 000 წლით თარიღდება და ისინი მიეკუთვნებიან ჯუჯა სპილოებს, ბეჰემოთებს და სხვა მცირე ზომის ძუძუმწოვრებსა და ჩიტებს. შესასვლელში მდებარე მუზეუმში განთავსებულია საგამოფენო დარბაზი, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ წარმოიქმნა გამოქვაბული და როგორ აღმოაჩინეს აქ მრავალი ცხოველის ნაშთი.
National museum of Archeology
The National Museum of Archaeology is housed in the impressive Auberge de Provence. Exhibits include delicate stone tools dating from 5200 BC, Phoenician amulets and an amazing temple model from Ta' Haġrat – a prehistoric architectural maquette. More impressive still are the beautifully modelled prehistoric figurines that were found locally. Best is the Sleeping Lady, found at the Hypogeum, which is around 5000 years old. It shows a recumbent woman with her head propped on one arm, apparently deep in slumber.
St. Peter’s pool
წმინდა პეტრეს აუზი ბუნებრივად კლდეებში გამოკვეთილი ყურე და არაჩვეულებრივი საბანაო ადგილია. მისასვლელად ადვილი არ არის, თუმცა მოსანახულებლად ნამდვილად ღირს და რაც მთავარია, საცურაო კოსტიუმი აუცილებლად უნდა იქონიოთ თან.
Malta National aquarium
შენობა გაიხსნა 2013 წელს, ზღვის ვარსკვლავის ფორმის მქონე შენობა გასაოცარი მდებარეობით გამოირჩევა. ვიზიტის დასაგეგმად უნდა ეწვიოთ ვებგვერდს.
Sunday fish market
The market starts early in the morning and the best products are sold by noon. Here, you will find local fishermen and housewives, who will generously offer you their products.
Ta’Mena Winery
მართალია საქართველო ღვინის სამშობლოა, თუმცა მალტური ღვინის დაგემოვნებაზე უარი მაინც არ უნდა თქვათ. ღვინის ქარხანა სოფელ Xagħra-ს მახლობლად მდებარეობს, ქარხანასთან აქვთ ასევე ფერმის მაღაზია, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ გოცოს ზღვის მარილი, თაფლი, ზეითუნის ზეთი, მზეზე გამომშრალი პომიდორი და სხვა მრავალი. აუცილებელია წინასწარ დაჯავშნა.
Contact us
If you have a question or are interested in something additional, write to us. We will answer you soon!
