Image Alt
საოცნებო

დომინიკის რესპუბლიკა

დომინიკის რესპუბლიკა

დომინიკის რესპუბლიკა ქართველი ტურისტებისთვის შედარებით ახალი მიმართულებაა. აქ ქართველებს ვიზის გარეშე უმასპინძლებენ. ქვეყანა კარიბის ზღვაში, კუნძულ ჰაიტიზე მდებარეობს და აქ ნებისმიერი ინტერესის ადამიანი იპოვნის საინტერესო აქტივობას. იქნება ეს ზღვაზე დასვენება, საფეხმავლო ტურები მთაში თუ კულტურული ტურები ქალაქებში. დიდ ქალაქებს: კოლომბოს, კანდის და ჯაფნას თავისი ხიბლი აქვთ. შრი-ლანკაში სულიერება სუფევს: ბუდისტური და ინდუისტური ტაძრების სიმრავლე ამას მოწმობს.

კარიბის ზღვის კუნძულების სილამაზესა და ბუნებაზე ბევრს აღარ ვილაპარაკებთ, ლურჯი ზღვა და მზე მთელი წლის განმავლობაში ელიან დამსვენებლებს. 

განსაკუთრებით მიმზიდველი მიმართულებაა პუნტა კანა, რომელიც გამორჩეულია ქათქათა ქვიშითა და კრისტალივით სუფთა წყლით. დამსვენებელს აქ უამრავი სახის გასართობ აქტივობას სთავაზობენ, ხოლო სასტუმროები ხარისხითა და კომფორტით გამორჩეულია. 

არ უნდა გამოტოვოთ ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქი სან ფელიპე დე პუერტო პლატა, რომლის სავიზიტო ბარათია 16 – ე საუკუნეში აგებული ციხესიმაგრე, რომელსაც მეკობრეებისა და დამპყრობლებისგან თავდასაცავად იყენებდნენ. 

ცხადია, ვერც ქვეყნის დედაქალაქს, სანტო დომინგოს დავტოვებთ უყურადღებოდ. ის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქალაქია კარიბის ზღვის ქვეყნებში. აქ ისტორიული ტურები და ზღვაზე დასვენება შეგიძლიათ შეუთავსოთ ერთმანეთს. სანტო დომინგოს არქიტექტურაც გამორჩეულია და 15 – ე საუკუნეში აგებული შენობებიც მრავლად გვხვდება. 

ისეთი საკურორტო მიმართულებების გვერდით როგორებიცაა პლაია დორადა, ლას ტერენასი, კაბარეტე ან სოსუა, თქვენ ასევე შეგიძლიათ მოინახულოთ სანტო დომინგოდან რამდენიმე საათით დაშორებული საზღვაო პარკი, რომელიც ყველაზე დიდია კარიბის ზღვის პარკებს შორის. აქ შეგიძლიათ რიფებთან ჩაყვინთოთ და კარიბის ზღვის უმდიდრესი წყალქვეშა სამყარო აღმოაჩინოთ. 

კიდევ ერთი საინტერესო მიმართულება მათთვის, ვისაც კულტურული ტურიზმი იზიდავთ არის ლას სალინას მარილის საბადოები. მარილის საბადოების წყალობით ტბები განსაკუთრებულ შეფერილობას იძენს, აქ თქვენ ვარდისფერ და ყვითელ ტბებს აღმოაჩენთ.

რა უნდა ვიცოდეთ

რამდენიმე საკვანძო ცნობა დომინიკის რესპუბლიკის შესახებ

ქვეყანა

დომინიკის რესპუბლიკა

ვიზა

ტურისტული მოგზაურობისთვის არ არის საჭირო

სალაპარაკო ენა

ესპანური

გამოყენებული ვალუტა

დომინიკური პესო

აუცილებლად სანახავი

მოგვწერეთ

თუ გაქვთ კითხვა ან გაინტერესებთ რაიმე დამატებით, მოგვწერეთ. ჩვენ მალე გიპასუხებთ!