Image Alt
ხმელთაშუა ზღვის მარგალიტი

მალტა

მალტა

მალტა, კუნძული ხმელთაშუა ზღვის ცენტრალურ ნაწილში განლაგებულ არქიპელაგზე მდებარეობას, მას ძალიან დიდი, 7000 წლიანი ისტორია აქვს, აქ ყველა კუთხეში წააწყდებით ისტორიული ღირებულების მქონე არქიტექტურულ შედევრებს. ქვეყნის სახელწოდება კი სხვადასხვანაირად ითარგმნება: ფინიკიურად - ნავსადგური, ბერძნულად Meli - თაფლს ან Melta - ფუტკარს აღნიშნავს, (c) არაბულად კი Malta -შიშველს ნიშნავს.

დღეს კუნძულზე მოხვედრა საკმაოდ გამარტივებულია, ქვეყანა ევროკავშირის წევრია, შესაბამისად ვიზაზე ზრუნვა არ მოგიწევთ. მისი მდებარეობიდან გამომდინარე ძალიან მარტივია კუნძულზე  ჩასვლა ევროპის არაერთი ქვეყნის აეროპორტიდან, ზოგიერთი ავიაკომპანია კი ჩარტერებსაც სთავაზობს ქართველ მომხმარებელს.

მალტის პლაჟები, როგორც წესი, კლდოვანი და ზღვაში ღრმად შეჭრილია, ამის მიუხედავად, მალტელები ზღვის ყველა ნაპირს მაქსიმალურად იყენებენ. ამ კომპაქტურ კუნძულებზე კარგადაა განვითარებული საზღვაო სპორტის მრავალი სახეობა. კრისტალური წყლებით, ისტორიული ნანგრევებითა და საინტერესო წყალქვეშა სამყაროთი,  მალტა  ევროპის  ტურისტული მიმართულებებს შორის ერთ ერთი საუკეთესოა.

რა უნდა ვიცოდეთ

რამდენიმე საკვანძო ცნობა საბერძნეთის შესახებ

ქვეყანა

მალტა

დედაქალაქი

ვალეტა

ვიზა

ტურისტული მოგზაურობისთვის საჭირო არაა

სალაპარაკო ენა

მალტური, ინგლისური

გამოყენებული ვალუტა

ევრო

აუცილებლად მოსანახულებელი ადგილებია:

წმინდა იოანეს თანა-კათედრალი

წმინდა იოანეს საკათედრო ტაძარი ვალეტაში, ქვეყნის ყველაზე შთამბეჭდავი ეკლესიაა. იგი დააპროექტა არქიტექტორმა ჯეროლამო კასარმა და აშენდა 1573-დან 1578 წლებში. ინტერიერი მე-17 საუკუნეში განახლდა მალტური ბაროკოს სტილში. ტაძრის ყველაზე მნიშვნელოვანი საგანძური კარავაჯოს იოანე ნათლისმცემლის უზარმაზარი ნახატია, რომელიც ტაძარში ინახება.

 

Hal Saflieni  Hypogeum  

ბერძნულიდან ითარგმნება როგორც მიწისქვეშა, ნეკროპოლისი ქალაქ პაოლაში მდებარეობს. აღმოაჩინეს 1902 წელს სამშენებლო სამუშაოების დროს. აქ მოხვედრა ნიშნავს იდუმალი სამყაროს მონახულებას. მისი დარბაზები, პალატები და  გასასვლელები კლდეშია გამოკვეთილი და მოიცავს დაახლოებით 500 კვადრატულ მეტრს; იგი თარიღდება ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3600-დან 3000 წლით და სავარაუდოდ აქ 7000 ცხედარი იყო დაკრძალული. გაითვალისწინეთ, რომ ვიზიტის წინასწარ დაჯავშნა აუცილებელია. 

ჰაჯარ-კიმი

ჰაჯარ-კიმის მეგალითური სატაძრო კომპლექსი ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული ძეგლია, თარიღდება ძვ. წ. 3600-3200 წლებით და იგი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. კომპლექსის მშენებლობაში გამოყენებულია კირქვა, რისი წყალობითაც ტაძარმა ეროზიას ათასწლეულების მანძილზე შესანიშნავად გაუძლო. 2009 წელს დასრულდა მისი დამცავი კარვის მშენებლობა.

 

პრეზიდენტის სასახლე

სასახლე დგას ვალეტას გულში, იგი დაარსდა წმინდა იოანეს სუვერენული ჰოსპიტალერის სამხედრო ორდენის მიერ 1565 წელს მალტის დიდი ალყის შემდეგ. გარდა საპრეზიდენტო სასახლისა ის მუზეუმის სტატუსსაც ატარებს და წარმოადგენს მალტის წარსულ დიდებას. სასახლის ოთახების მონახულება შესაძლებელია, თუმცა, ზოგიერთი ნაწილი შეიძლება დახურული იყოს ვიზიტორებისთვის.

 

Ghar Dalam Cave and museum

Għar Dalam მღვიმის და მუზეუმი ვალეტასთან ახლოს მდებაროებს. Għar Dalam (aar-da-lam; სახელი ნიშნავს “სიბნელის გამოქვაბულს”)  145 მ სიგრძის გამოქვაბულია  და გამოკვეთილია კირქვაში. გამოქვაბულში ყველაზე ძველი ნარჩენები 500 000 წლით თარიღდება და ისინი მიეკუთვნებიან ჯუჯა სპილოებს, ბეჰემოთებს  და სხვა მცირე ზომის ძუძუმწოვრებსა და ჩიტებს. შესასვლელში მდებარე მუზეუმში განთავსებულია საგამოფენო დარბაზი, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ წარმოიქმნა გამოქვაბული და როგორ აღმოაჩინეს აქ მრავალი ცხოველის ნაშთი. 

 

არქეოლოგიის ეროვნული მუზუემი

არქეოლოგიის ეროვნული მუზეუმი მდებარეობს შთამბეჭდავ ობერჟ დე პროვანსში. ექსპონატებში შედის ქვის იარაღები, რომლებიც თარიღდება ძვ. წელთაღრიცხვით, კიდევ უფრო შთამბეჭდავია ლამაზად მოდელირებული პრეისტორიული ფიგურები, გამორჩეულია მძინარე ქალბატონი ფიგურა, რომელიც დაახლოებით 5000 წლისაა. მასზე ჩანს მწოლიარე ქალი, რომელსაც თავი ცალ მკლავზე აქვს მიყრდნობილი და ღრმად სძინავს.

 

წმინდა პეტრეს აუზი

წმინდა პეტრეს აუზი  ბუნებრივად კლდეებში გამოკვეთილი ყურე და არაჩვეულებრივი საბანაო ადგილია. მისასვლელად ადვილი არ არის, თუმცა მოსანახულებლად ნამდვილად ღირს და რაც მთავარია, საცურაო კოსტიუმი აუცილებლად უნდა იქონიოთ თან.

 

აკვარიუმი

შენობა გაიხსნა 2013 წელს, ზღვის ვარსკვლავის ფორმის მქონე შენობა გასაოცარი მდებარეობით გამოირჩევა. ვიზიტის დასაგეგმად უნდა ეწვიოთ ვებგვერდს.

 

კვირის ბაზარი ზღვის პროდუქტებით

ბაზარი დილით ადრე იწყება და საუკეთესო პროდუქტები შუადღემდე იყიდება. აქ ნახავთ ადგილობრივ მეთევზეებსა და დიასახლისებს, რომლებიც გულმოდგინედ გთავაზობენ თავიან პროდუქტებს. 

 

Ta’Mena Winery

მართალია საქართველო ღვინის სამშობლოა, თუმცა მალტური ღვინის დაგემოვნებაზე უარი მაინც არ უნდა თქვათ. ღვინის ქარხანა სოფელ Xagħra-ს მახლობლად მდებარეობს, ქარხანასთან აქვთ ასევე ფერმის მაღაზია, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ გოცოს ზღვის მარილი, თაფლი, ზეითუნის ზეთი, მზეზე გამომშრალი პომიდორი და სხვა მრავალი. აუცილებელია წინასწარ დაჯავშნა.

მოგვწერეთ

თუ გაქვთ კითხვა ან გაინტერესებთ რაიმე დამატებით, მოგვწერეთ. ჩვენ მალე გიპასუხებთ!